
“ფარას” დოკუმენტი გვეუბნება იმას, რომ როდესაც ჯო უილსონი ჩვენ ღირებულებებზე გველაპარაკება, თურმე ამაში ფასს გულისხმობდა -შალვა პაპუაშვილი
გავიდა დრო, „ფარამ“ ყველაფერს გასცა პასუხი. ამიტომ, არ უნდა ევროკავშირის საელჩოს, რომ ჩვენთან იყოს გამჭვირვალობის კანონი. ამიტომ არ უნდათ იმ ქვეყნებს, რომლებიც აქ ფულს ხარჯავენ, რომ გამჭვირვალე იყოს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
პაპუაშვილის შეფასებით, „ფარას“ დოკუმენტის თანახამად ირკვევა ის, რომ „ჯო უილსონი ღირებულებებზე როცა გველაპარაკება, თურმე ამაში ფასს გულისხმობდა“.
„„ფარას“ დოკუმენტი გვეუბნება იმას, რომ როდესაც ჯო უილსონი ჩვენ ღირებულებებზე გველაპარაკება, თურმე ამაში ფასს გულისხმობდა. ასე რომ, ეს გავიგეთ, საბოლოო ჯამში. მთელი ირონია იმაშია, ამას ხომ ვამბობდით, რომ გავა დრო და „ფარა“ ყველაფერს გასცემს პასუხს. გავიდა დრო, „ფარამ“ ყველაფერს გასცა პასუხი. ამიტომ, არ უნდა ევროკავშირის საელჩოს, რომ ჩვენთან იყოს გამჭვირვალობის კანონი. ამიტომ არ უნდათ იმ ქვეყნებს, რომლებიც აქ ფულს ხარჯავენ, რომ გამჭვირვალე იყოს ეს ყველაფერი. სხვათა შორის, ევროკავშირშიც, განსხვავებით აშშ-სგან, ეს სისტემა არ არის აწყობილი. იქაც გაუმჭვირვალეა, თორემ შეგახსენებთ, რომ „ფარადან“ გავიგეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა სააკაშვილის გათავისუფლებას და ამ ყველა უბედურებას, იყო ამერიკელი ლობისტების არათუ კონსულტაცია, დაწერილი იყო. მათი ტექსტი იყო. მათ დაწერეს და ევროპარლამენტს მიაღებინეს ამერიკელმა ლობისტებმა. აქ ახლა რა ფული ტრიალებს, ამას ხანდახან ვიგებთ ხოლმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.