1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ფაქტი, რომ საქართველოს და არა ხელისუფლებას, არ მიგვაღებინეს მოცემული კანონი, იქნება სანანებელი”-თეა წულუკიანი
“ფაქტი, რომ საქართველოს და არა ხელისუფლებას, არ მიგვაღებინეს მოცემული კანონი, იქნება სანანებელი”-თეა წულუკიანი

“ფაქტი, რომ საქართველოს და არა ხელისუფლებას, არ მიგვაღებინეს მოცემული კანონი, იქნება სანანებელი”-თეა წულუკიანი

111
0

“ყველა ევროპული ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს და თუ არ აქვს მიღებული, ეტაპობრივად მიიღებს სწორედ უცხო ქვეყნიდან მომავალი თანხების აღრიცხვის, თუ არა და კონტროლის შესახებ კანონს”,- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის არ მიღება სანანებელი იქნება.

“არა მხოლოდ ახალგაზრდებზე არნახული წნეხი იყო, იყო ზრდასრულ ადამიანებზეც წნეხი, რომელსაც ზოგიერთმა მათგანმა სამწუხაროდ ვერც კი გაუძლო.

ფაქტმა, რომ ჩვენ საქართველოს და არა ხელისუფლებას, არ მიგვაღებინეს მოცემული კანონი, ჩემი აზრით საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ გამოცდილებით ვმსჯელობ, რაც მაქვს, იქნება დასანანი და სანანებელი.

ყველა ევროპული ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს და თუ არ აქვს მიღებული, ეტაპობრივად მიიღებს სწორედ უცხო ქვეყნიდან მომავალი თანხების აღრიცხვის, თუ არა და კონტროლის შესახებ კანონს. დასანანია, რომ საქართველო არ იქნება მათ რიცხვში”,- განაცხადა მინისტრმა.