1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

469
0

ბელგიაში დააკავეს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი და კიდევ ოთხი პოლიტიკოსი, რომლებსაც კორუფციაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Deutsche Welle-ი იტყობინება.

ბრალდების მხარის მტკიცებით, საუბარია სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნის მცდელობებზე, ქრთამის სანაცვლოდ ევროპარლამენტში გავლენა მოეპოვებინა და საკუთარი ინტერესები გაეტარებინა. არსებული ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

Euronews-ის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ბრიუსელში 16 მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, პოლიციამ ამოიღო კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და 600 000 ევრო. დაკავებულთა შორისაა ყოფილი ევროპარლამენტარი იტალიიდან, „პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის“ ხელმძღვანელი, არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი და ერთ-ერთი დეპუტატის თანაშემწე.

ბერძნულმა პარტია „პასოკმა“, რომლის წევრიც ევა კაილი იყო, ის საკუთარი რიგებიდან გარიცხა.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ევა კაილის მიერ კატარში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სკანდალი მოჰყვა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ სპორტმა და დიპლომატიამ შესაძლოა ისეთი რეფორმები გამოიწვიოს, რომელიც მთელ არაბულ სამყაროს აღაფრთოვანებს. ამის გამო ის საკუთარ პარტიაში გააკრიტიკეს.