1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროპამ უნდა მოიპოვოს ყველა საშუალება, რათა თავი დაიცვას სამხედრო აგრესიისგან -ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
ევროპამ უნდა მოიპოვოს ყველა საშუალება, რათა თავი დაიცვას სამხედრო აგრესიისგან -ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროპამ უნდა მოიპოვოს ყველა საშუალება, რათა თავი დაიცვას სამხედრო აგრესიისგან -ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

314
0

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ევროპამ უნდა მოიპოვოს ყველა საშუალება, რათა თავი დაიცვას სამხედრო აგრესიისგან.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობა თავდაცვის გარეშე ილუზიაა.

„თუ რუსეთი მიიჩნევს, რომ უკრაინის საზღვრები რუკაზე მხოლოდ ხაზია, მაშინ რატომ უნდა სცეს პატივი სხვა რომელიმე ქვეყნის საზღვრებს?“ – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

„ახლა ცხადია, რომ ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსის დაცვის საუკეთესო გზა ნატოს ევროპული საყრდენის გაძლიერებაა – უფრო ავტონომიური, სუვერენული, ნაკლებად დამოკიდებული სხვებზე, კერძოდ, შეერთებულ შტატებზე“, – დასძინა მან.