ევროპა ცივილიზაციური სუიციდის გზას ადგას -ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ამერიკულ მედიასთან საუბარში ევროპა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ცივილიზაციური თვითმკვლელობის გზას ადგას.
„ევროპა ერთმნიშვნელოვნად ამ გზას ადგას. საბედნიეროდ, მას ეს გზა ბოლომდე ჯერ არ გაუვლია, თუმცა ის ცივილიზაციური თვითმკვლელობის გზას უკვე ადგას“, – განაცხადა ვენსმა.
ვენსმა აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკა ევროპის მიმართ გამომდინარეობს მისი პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერების სურვილიდან.
„ჩვენ საერთო მემკვიდრეობა გვაქვს. თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი ეკონომიკის დანგრევა. რატომ გვაინტერესებს ნატო? იმიტომ, რომ გვინდა, ევროპამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, თუ, ღმერთმა დაიფაროს, მათ თავს დაესხმებიან. ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ევროპა“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.