1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროკომისიას კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს
ევროკომისიას კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს

ევროკომისიას კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს

58
0

ევროკავშირის პოლიტიკური ჯგუფები ევროკავშირის წამყვან თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატების შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ევროკომისიას მეორე ვადით კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტად კი პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა იქნება დასახელებული.

აღნიშნულ კანდიდატურებს ოფიციალურად 27 ივნისს ევროკავშირის სამიტზე დაამტკიცებენ.