1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროკავშირისთვის არაფერი უთქვამთ უკრაინის „სამშვიდობო გეგმებთან“ დაკავშირებით, ამიტომ საკითხის კომენტირებას აზრი არ აქვს -ანტონიუ კოშტა
ევროკავშირისთვის არაფერი უთქვამთ უკრაინის „სამშვიდობო გეგმებთან“ დაკავშირებით, ამიტომ საკითხის კომენტირებას აზრი არ აქვს -ანტონიუ კოშტა

ევროკავშირისთვის არაფერი უთქვამთ უკრაინის „სამშვიდობო გეგმებთან“ დაკავშირებით, ამიტომ საკითხის კომენტირებას აზრი არ აქვს -ანტონიუ კოშტა

89
0

ევროკავშირისთვის არაფერი უთქვამთ უკრაინის „სამშვიდობო გეგმებთან” დაკავშირებით, ამიტომ საკითხის კომენტირებას აზრი არ აქვს, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ვოლოდიმირ ზელენსკისა და „მსურველთა კოალიციასთან” ერთად მუშაობს უკრაინისთვის „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის” მისაღწევად.

ევრკომისიის პრეზიდენტის თქმით, მთავარი პრონციპი უცვლელია – „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე”.

„როგორც გუშინ აღვნიშნეთ, 28-პუნქტიანი გეგმა საჯარო გახდა. ჩვენ განვიხილავთ სიტუაციას როგორც ევროპელ ლიდერებთან, ასევე ლიდერებთან აქ, G20-ის ფარგლებში”, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

20 ნოემბერს მედიაში რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის” შინაარსი გავრცელდა. ტრამპის „სამშვიდობო გეგმის” მიხედვით, „რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება, ნატო არ გაფართოვდება, ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებულნი იქნებიან რუსულ რეგიონებად”.

აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა „უიტკოფ-დმიტრიევის სამშვიდობო გეგმას” 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს.