1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

179
0

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

ევროკავშირის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე იმსჯელებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.