1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის ბოლო პერიოდის რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით -ლევან ჟორჟოლიანი
ევროკავშირის კვლევაში საქართველო  კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის ბოლო პერიოდის რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით -ლევან ჟორჟოლიანი

ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის ბოლო პერიოდის რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით -ლევან ჟორჟოლიანი

46
0

ევროკავშირმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად, საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით ასწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ასევე ევროკავშირის წევს სახელმწიფოებს, მათ შორის საბერძნეთს, იტალიას, სლოვენიას, სლოვაკეთს და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანის შეფასებით, აღნიშნული განპირობებულია იმ რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში იქნა მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ.

„ასევე, ყველანი ვხედავთ საქართველოს პროკურატურის, ანტიკორუფციული სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აქტიურ ქმედებებს კორფუციასთან ბრძოლის მიმართულებით. ვფიქრობთ, მომავალ წელს საქართველოს ექნება გაცილებით უკეთესი შედეგები, ვინაიდან აბსოლუტურად შეიცვალა და რეფორმირდა შესყიდვების სისტემა, ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში გაჩნდა დამატებითი საზედამხედველო ბერკეტები და მექანიზმები. ამბიციური გეგმები გვაქვს, შევიდეთ კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების ევროპის საუკეთესო სამეულში. ეს რეფორმები, რომლებიც განხორციელდა განსაკუთრებით 2025 წლის მეორე ნახევარში, ვფიქრობ, 2026 წლის რეიტინგებში სწორედ ამ შედეგს მიგვაღწევინებს“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.