1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროკავშირის ელჩი როგორც კი იტყვის, რომ მიუღებელია პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას -შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის ელჩი როგორც კი იტყვის, რომ მიუღებელია პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას -შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის ელჩი როგორც კი იტყვის, რომ მიუღებელია პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას -შალვა პაპუაშვილი

69
0

იმ მომენტში, როგორც კი ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენები არის ევროკავშირის და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკის მხრიდან დუმილის შედეგი.

„4 ოქტომბერი არის დუმილის შედეგი. 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, დუმილზე უარესი იყო ის, რომ პირდაპირ მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრესსპიკერმა ხელისუფლების დამხობის სცენარს, რაც არის კატასტროფა. კატასტროფაა, რომ ბრიუსელის ბრიფინგების ოთახში მოვისმინეთ ჩვენ ნეპალის სცენარის მხარდაჭერა. ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს ბრიუსელს, რომ აღიაროს, ცივილიზაციურ უფსკრულში მიაქანებს ევროკავშირს.

მარტივი კითხვა არის ევროკავშირის და მისი ელჩის მიმართ, მაგალითად, რატომ ერთხელ მაინც არ დაგმო მარიამ ლაშხზე და მის მცირეწლოვან ბავშვებზე თავდასხმა. ხომ შეეძლო, ეთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ, ქალბატონ მარიამ ლაშხზე, მის არასრულწლოვან შვილებზე თავდასხმა არის მიუღებელი. რატომ არ ამბობს ამას? ხომ შეეძლო ერთი მარტივი წინადადება ეთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი და დასაგმობი. რატომ არ ამბობს? მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, სადაც შეგხვდებათ ევროკავშირის ელჩი, დაუსვათ ეს კითხვა – რატომ არ გმობს ცალსახად და პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, თან მაშინ, როდესაც ამ შტურმსა და პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხარდაჭერილი და დაფინანსებული არიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. იმ მომენტში, როგორც კი ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, მათ გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას. დღეს ისინი სინამდვილეში იმიტომ ბედავენ ევროკავშირის დროშით ხელში იძალადონ, დაწვან პარლამენტი, შტურმი მიიტანონ პრეზიდენტის სასახლეზე, რომ ამის ლეგიტიმაციას აძლევს ბრიუსელი, რომ ევროკავშირის დროშით იძალადონ. ფოტოებიც ხანდახან საჩვენებლად აქვთ გამოტანილი ევროკავშირის სტრუქტურებს, როგორც მისაბაძი მაგალითი, როგორ უნდა იძალადოს ადამიანმა და როგორ უნდა იყოს ძალადობრივი პროტესტი “, – განაცხადა პაპუაშვილმა.