,,ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის ძალიან საინტერესო გამოკითხვა ჩატარდა” – ქართველიშვილი
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ევროსაბჭოს მიერ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების ნაწილს აქვეყნებს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გამოკითხვა ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანაში ჩატარდა და ეხებოდა ამ ქვეყნებში საზოგადოების განწყობებს რუსეთთან მიმართებით.
„ევროსაბჭოს მიერ ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანაში (ავსტრია, ბულგარეთი, დანია, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, ესპანეთი, იტალია და შვედეთი) ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის ძალიან საინტერესო გამოკითხვა, რომლის ზოგიერთ შედეგსაც წარმოგიდგენთ:
EU-ს მოქალაქეების 4% – თვლის რუსეთს მოკავშირედ, 19% – აუცილებელ პარტნიორად, 9% – მოწინააღმდეგედ, 55% – მტრად, 13% – გაუჭირდა პასუხის გაცემა
ბულგარეთში 18% – თვლის რუსეთს მოკავშირედ, 47% – აუცილებელ პარტნიორად, 3% – მოწინააღმდეგედ, 17% – მტრად
დანიაში რუსეთს მტრად თვლის – 74%, პოლონეთში – 71%, შვედეთში – 70%, ნიდერლანდებში – 67%, ავსტრიასა და უნგრეთში – 46%, იტალიაში – 37%
ერთ-ერთი შეკითხვა შემდეგნაირად ჟღერდა: „რუსეთიდან ენერგომატარებლებისა და ბირთვული საწვავის შესყიდვისას – რა დომინირებს: სარგებელი თუ რისკები“. პასუხები: ძირითადად რისკები – 23%, უფრო რისკები – 26%, სარგებელი აღემატება რისკებს – 9%, ძირითადად სარგებელი – 6%, რისკებთან ერთად სარგებელიც – 20%, გაუჭირდა პასუხის გაცემა – 16%
შემდეგი საინტერესო შეკითხვა: „ომის, სამშვიდობო ზავით დასრულების შემთხვევაში, რა ტიპის ურთიერთობები უნდა დაალაგონ ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთთან“: გაწყვიტონ მასთან ყველა ურთიერთობა – 18%, დაამყარონ შეზღუდული ურთიერთობები – 48%, აღადგინონ სრული ურთიერთობები – 21%, გაუჭირდათ პასუხის გაცემა – 13%
ურთიერთობების სრული გაწყვეტის მომხრეა: პოლონეთში – 39% (სრული აღდგენის მომხრე – 8%), დანიაში – 26% (სრული აღდგენის მომხრე – 9%), შვედეთში – 26% (სრული აღდგენის მომხრე – 8%), ესტონეთში – 23% (სრული აღდგენის მომხრე – 13%)
ურთიერთობის სრული აღდგენის მომხრეა – ბულგარეთში 51% (სრული გაწყვეტის მომხრე – 3%), ავსტრიაში – 36% (სრული გაწყვეტის მომხრე – 13%), უნგრეთში – 32% (სრული გაწყვეტის მომხრე – 5%)
„უკრაინის რუსეთზე გამარჯვების შესაძლებლობა“: დიდი ალბათობა – 8%, სავსებით შესაძლებელი – 25%, უფრო შეუძლებელი – 28%, თითქმის შეუძლებელი – 17%, გაუჭირდათ პასუხის გაცემა – 22%“ , – წერს, ქართველიშვილი.