1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ესპანეთი ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს – თავდაჯერება არ გვაკლია – ვილი სანიოლი
ესპანეთი ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს – თავდაჯერება არ გვაკლია – ვილი სანიოლი

ესპანეთი ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს – თავდაჯერება არ გვაკლია – ვილი სანიოლი

272
0

თავდაჯერება არ გვაკლია, – ამის შესახებ ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.

მისი თქმით, ესპანეთის ნაკრები ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

სანიოლმა გაიხსენა ესპანეთთან წარსულში მარცხი და დასძინა, რომ ზოგჯერ ასეთი მომენტები საჭიროა.

“ძალიან ემოციური მომენტი გვქონდა, რადგანაც ეს შედეგი მაინცდამაინც მოსალოდნელი არ იყო. ძალების აღსადგენად სჯობდა მეტი დრო გვქონოდა, მაგრამ ფეხბურთელებმა ეს მოახერხეს და მოედანზე გასვლას მოუთმელნლად ელიან. ესპანეთთან 1:7 წაგება რთული იყო, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში ასეთი მომენტები საჭიროა. ეს ჩვენი განვლილი გზის ნაწილი იყო. ის მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი გამოდგა. ესპანეთის ნაკრები ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

3.5 წლის საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. მენტალური განსხვავებების გასაგებად გარკვეული დრო დამჭირდა. ესეც გზის ნაწილია. მე და ფეხბურთელები ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, იციან, როგორ ვმუშაობ და რას ვითხოვ. ფეხბურთი შენი გამოცდილებითა და გრძნობებით უნდა ითამაშო. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ კარგები. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, იმავე უილიამსისა და იამალის განვითარებას დავაკვირდეთ. კარგია, რომ ფეხბურთი მხოლოდ მესისა და რონალდოს პიმპონგი არაა. როდრი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია.

ჩემი საქმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, გადაწყვეტილებები მივიღო. თუ ის გუნდს ეხმარება, მაშინ ბედნიერი მენეჯერი ვარ. ხვალ ახალი მატჩია, ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ვნახავთ, თუ გაამართლებს. თავდაჯერება არ გვაკლია”, – დასძინა ვილი სანიოლმა, რომლის კომენტარსაც “სპორტალი” ციტირებს.