1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ეს ხელისუფლება არსად მიდის, მას ხმა მისცა მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა, ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი, ეს უნდა იყოს შანტაჟისგან დაცლილი, საქმიანი დისკუსია -თეა წულუკიანი
ეს ხელისუფლება არსად მიდის, მას ხმა მისცა მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა, ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი, ეს უნდა იყოს შანტაჟისგან დაცლილი, საქმიანი დისკუსია -თეა წულუკიანი

ეს ხელისუფლება არსად მიდის, მას ხმა მისცა მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა, ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი, ეს უნდა იყოს შანტაჟისგან დაცლილი, საქმიანი დისკუსია -თეა წულუკიანი

593
0

ჩვენმა ხელისუფლებამ არასად არ გადაუხვია, რადგან თუ სადღაც გადაუხვია, ე.ი. სადღაც სხვაგან წავიდა. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ხელისუფლება რუსეთისკენ წავიდა, მაშინ ვიღაცამ უნდა დადოს ფაქტი, რას ნიშნავს ეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„თუ ამბობენ, რომ გადავუხვიეთ ევროპის ინტეგრაციის გზას, მაშინ არგუმენტი მოიტანონ. ინტეგრაცია შეჩერდა თუ არა საქართველოს მხრიდან, ამას ვერ დაადგენს ბატონი ჰერჩინსკი, ამას ამბობს საქართველოს პირველი პირი, რომელიც არის პრემიერ-მინისტრი და რომელმაც თქვა გასაგებ ქართულ ენაზე, რომ ჩვენ ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანა დამშვიდდეს, რომ შევწყვიტოთ შანტაჟის ჯაჭვი“, – აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს შანტაჟის ენით საუბარი საქართველოსთან და დაიწყოს საქმიანი დისკუსია.

„ყველგან არის ის, თუ რა პირობებში ამყოფებდა ევროკავშირი ჩვენს ხელისუფლებას. მუდმივი შანტაჟისა და წნეხის ქვეშ. დაახლოებით ისეთის, რომელსაც მე ვეძახი „აცე ვიროს პრინციპს“. „აცე, ვირო, და მოგცემ, ცოტა თივას ჩაგიდებ პირში“. შესაბამისად, ეს „აცე ვიროს“ შანტაჟი უნდა შემწყდარიყო, რათა ჩვენსა და ევროკავშირს შორის დისკუსია გადასულიყო საქართველოსთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებისთვის საუკეთესო გზაზე.

ეს ხელისუფლება არსად არ მიდის, იმიტომ, რომ მას ხმა მისცა მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა. ამიტომ ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი და ეს უნდა იყოს შანტაჟისგან დაცლილი, საქმიანი დისკუსია. ამიტომაც ითქვა ის, რაც ითქვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა თქვა და ასეც იქნება, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანა შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მოამზადებს.