1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში”-პრემიერი
,,ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში”-პრემიერი

,,ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში”-პრემიერი

2.56K
0

„ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. ეს ეხება, როგორც ბრიუსელს, ასევე, სტრასბურგს. ამის მორიგი გამოხატულებაა ეს უსამართლობა, რომელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოს მიმართ. 

საქართველოს პრემიერი, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს. 

უსამართლობაზე მეტად, ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება. დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითაც აღიარეს არჩევნების შედეგები და იქვე განაცხადეს, აპრილამდე თუ არ ჩატარდება არჩევნები გააუქმებენ დელეგაციას ჩვენი ქვეყნიდან. გამოდის რა, არჩევნებს აღიარებენ, მაგრამ მაინც უნდათ არჩევნების ჩატარება, რატომ? იმიტომ, რომ წააგო ვიღაცის ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – აღნიშნავს კობახიძე.