„ერთად შევებრძოლოთ რუს ოლიგარქს და საბოლოოდ გავაფორმოთ საქართველოს გამარჯვება!“ – მიხეილ სააკაშვილი
“თუ ჩემი დანაშაულია საქართველოს სიყვარული, ის რომ შევაჩერე რუსული ოკუპაცია, არ მივეცი პუტინს საშუალება აეხდინა რუსული ოცნება და ჩამოეშალა ქართული სახელმწიფოებრიობა”- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
„მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი❗️
თუ ჩემი დანაშაულია საქართველოს სიყვარული, ის რომ შევაჩერე რუსული ოკუპაცია, არ მივეცი პუტინს საშუალება აეხდინა რუსული ოცნება და ჩამოეშალა ქართული სახელმწიფოებრიობა;
თუ ჩემი დანაშაულია, ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მისწრაფების, თავისუფლებისა და ევროპულ ოჯახში წინსვლის ხორცშესხმა, მაშინ, მე მზად ვარ, პასუხი ვაგო საკუთარი ხალხის წინაშე❗️
თითოეული თქვენგანისგან უამრავ წერილს და გამოხმაურებას ვკითხულობ.
მინდა ყველას გთხოვოთ, მოვემზადოთ და ერთად შევებრძოლოთ რუს ოლიგარქს და საბოლოოდ გავაფორმოთ საქართველოს გამარჯვება!“- წერს სააკაშვილი.