
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ გაიხსნა
150
0
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს ექსპოზიცია „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების შესახებ საარქივო დოკუმენტების ორიგინალები – დამოუკიდებლობის აქტები, გერბის, დროშისა და შტანდარტის ესკიზები, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომის ოქმი, ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები. ამასთან, დამთვალიერებელი იხილავს 1918-1921 წლების საქართველოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების ამსახველ სხვასაარქივო მასალას.
გამოფენა ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.
ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.