1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ერევანი-ბათუმი-ერევნის სამგზავრო მატარებლის მიმოსვლა 14 ივნისიდან განახლდება
ერევანი-ბათუმი-ერევნის სამგზავრო მატარებლის მიმოსვლა 14 ივნისიდან განახლდება

ერევანი-ბათუმი-ერევნის სამგზავრო მატარებლის მიმოსვლა 14 ივნისიდან განახლდება

132
0

ერევანი-ბათუმი-ერევნის სამგზავრო მატარებლის მიმოსვლა 14 ივნისიდან განახლდება.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, შესაბამისი შეთანხმება „საქართველოს რკინიგზასა“ და „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას“ შორის გაფორმდა.

შეთანხმება ერევანში გამართულ შეხვედრაზე შედგა, რომლის თანახმად, მეზობელ ქვეყნებს შორის სამგზავრო მატარებლების რეისები დღეგამოშვებით, საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონის შესაბამისად, 1-ელ ოქტომბრამდე შესრულდება.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.