1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ეპოქის დასასრული”: ხუთი დასკვნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე “ისტორიაში შევიდა”-BBC
“ეპოქის დასასრული”: ხუთი დასკვნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე “ისტორიაში შევიდა”-BBC

“ეპოქის დასასრული”: ხუთი დასკვნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე “ისტორიაში შევიდა”-BBC

719
0

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ეპოქის დასასრული“: ხუთი დასკვნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე „ისტორიაში შევიდა“ (ავტორები – ლიზ დიუსეტი და ფრენკ გარდნერი, BBC-ის კორესპონდენტები).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ანალიტიკოსები აფასებენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მნიშვნელობას და სამომავლოდ პროგნოზებს აკეთებენ.

ფორუმს, რომელიც 14-16 თებერვალს გერმანიაში, ბავარიის დედაქალაქში მიმდინარეობდა, ექსპერტები უკვე ერთხმად უწოდებენ ისტორიულს  და ეთანხმებიან იმ აზრს, რომ კონფერენციამ დასაბამი მისცა საერთაშორისო თანამშრომლობაში ახალი ერის დაწყებას.

„ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რომ ძველი რწმენა „ტრანსატლანტიკური პარტნიორობის“ თაობაზე აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის, წარსულს ჩაბარდა. ადრინდელი სქემა უკვე აღარ მუშაობს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრ ევროპელ ლიდერს შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი თვალით ენახათ და ყურით მოესმინათ ის, თუ როგორ ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდი თავისი პოლიტიკის გატარებას.

ამერიკელებმა ევროპელებს პირდაპირი ტექსტით განუცხადეს: „ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ომის შეწყვეტის მოლაპარაკების მაგიდასთან თქვენი ადგილი იქნება“.

უფრო მეტიც: უახლოეს დღეებში [18 თებერვალს] საუდის არაბეთში (ერ-რიადში) დაგეგმილ რუსეთ-აშშ-ის პირველი ეტაპის მოლაპარაკებებში თვითონ უკრაინაც არ არის მიწვეული.

„ევროპა უნდა წამოდგეს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ საკუთარი მომავალი თვითონ განსაზღვროს“, – ხაზს უსვამს მარგუს წაჰკნა, რომელიც ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელთან კაია კალასთან გამართულ თათბირს ესწრებოდა.

კონფერენციის ბევრი დელეგატი პირადულ საუბრებში აღიარებენ, რომ ბოლო დროს დონალდ ტრამპის გუნდიდან იმდენი განცხადებები ისმის და იმდენ გადაწყვეტილებებს ისმენენ, რომ მათ უკვე „თავგზა აქვთ დაბნეული“, მით უმეტეს, რომ ოკეანის იქითა ამბებიდან ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო და ერთმანეთის გამომრიცხავია.

ევროპისათვის განმსაზღვრელი მომენტი დგება: აუცილებელია ვაშინგტონთან ურთიერთობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აეწყოს ახლებურად, რადგან სასწორზე ბევრი რამ არის დადებული.

მოკლედ, 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან შეიძლება ხუთი დასკვნა-გაკვეთილი იქნას გამოტანილი:

პირველი – საერთაშორისო ურთიერთობების ეპოქა ძველი სახით უკვე დასრულებულია. ევროპაში მეტად აღარ არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული უსაფრთხოების არქიტექტურა. აშშ, მართალია, ისევ არის ნატოს წევრი, მაგრამ ევროპას აღარ შეუძლია ძველებურად იყოს იმის იმედზე, რომ გარედან თავდასხმის შემდეგ ამერიკა მას აუცილებლად დაეხმარება.

მეორე – საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ კარდინალურად შეიცვალა. აშშ და რუსეთი ემზადებიან უკრაინაში მშვიდობა  თვითონ უკრაინის გარეშე დაამყარონ და საერთოდ, ვაშინგტონ-მოსკოვის მოლაპარაკებიდან ევროპა გამოთიშულია.

მესამე – ევროპას მოუწევს თავდაცვისათვის მეტი ფული დახარჯოს და ეს უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ. თუ ევროპის ქვეყნებს სურთ რუსეთის მზარდი აგრესიის შეჩერება, ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, მათ „ჯიბეები უნდა მოიჩხრიკონ“ და მეტი თანხა უნდა გამოყონ სამხედრო ძლიერებისათვის.

მეოთხე – ნიშანდობლივია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს დევიდ ვენსის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე. დონალდ ტრამპის თანაგუნდელის მიერ გამოხატული მძაფრი „ანტიევროპული“ კრიტიკა კონფერენციის ბევრმა მონაწილემ შეურაცხმყოფლად მიიჩნია. იმავდროულად ატლანტიკის ორივე ნაპირზე მცხოვრებ ბევრ ადამიანს ჯეიმს ვენსის ნათქვამი ესიამოვნა, თვით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი გამოსვლას „ბრწყინვალე“ უწოდა.

მეხუთე – საერთო განხეთქილება და მზარდი უთანხმოება. დღეისათვის აშშ-ისა და ევროპის პოზიციებში, რიგი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ აშკარა უთანხმოება სუფევს. ისე, უთანხმოება თვით დონალდ ტრამპის გუნდშიც შეიმჩნევა, გუნდის წევრთა თვალსაზრისები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. ისინი ზოგჯერ საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებიან.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: