1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ენტონი ბლინკენის პოლიტიკამ აზერბაიჯანისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა, ფაქტობრივად, გაანულა -ილჰამ ალიევი
ენტონი ბლინკენის პოლიტიკამ აზერბაიჯანისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა, ფაქტობრივად, გაანულა -ილჰამ ალიევი

ენტონი ბლინკენის პოლიტიკამ აზერბაიჯანისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა, ფაქტობრივად, გაანულა -ილჰამ ალიევი

408
0

ენტონი ბლინკენის პოლიტიკამ, ფაქტობრივად, გაანულა აზერბაიჯანის და აშშ-ის ურთიერთობები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოს ფორუმზე განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მიერ აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესებამ ქვეყანაში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.

„ჩვენ ავაშენეთ ეს ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ ვიყავით აშშ-ის სანდო, ახლო პარტნიორები და ისინი იყვნენ ჩვენი. როცა სჭირდებოდათ, მათთან ვიყავით. როდესაც საქმე ერაყს ეხებოდა, ჩვენ ვიყავით, დიახ, როცა საქმე ავღანეთს ეხებოდა, დიახ, ჩვენ შევუერთდით ავღანეთის ოპერაციებს 2001 წელს, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყანა და ჩვენ ვიყავით უკანასკნელები, ვინც დავტოვეთ ეს ქვეყანა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.