1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ენჯეობი” და “ნაცები” გაჩუმებულები რომ არიან, გახარია თვალთხარია აღარ არის? გამოძიებას მის წინააღმდეგ ჩვენებას რატომ არ აძლევენ? თუ უცხოელმა პატრონებმა აუკრძალეს? -გურამ მაჭარაშვილი
“ენჯეობი” და “ნაცები” გაჩუმებულები რომ არიან, გახარია თვალთხარია აღარ არის? გამოძიებას მის წინააღმდეგ ჩვენებას რატომ არ აძლევენ? თუ უცხოელმა პატრონებმა აუკრძალეს? -გურამ მაჭარაშვილი

“ენჯეობი” და “ნაცები” გაჩუმებულები რომ არიან, გახარია თვალთხარია აღარ არის? გამოძიებას მის წინააღმდეგ ჩვენებას რატომ არ აძლევენ? თუ უცხოელმა პატრონებმა აუკრძალეს? -გურამ მაჭარაშვილი

315
0

ე.წ. ენჯეობი და „ნაცები“ გაყუჩებულები და გაჩუმებულები რომ არიან, გახარია თვალთხარია აღარ არის? გამოძიებას გახარიას საწინააღმდეგო ჩვენებას რატომ არ აძლევენ? თუ უცხოელი პატრონების რიგებში ჩაეწერენ და იმათ აუკრძალეს, გახარიას თავს აღარ დაესხათო? – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საჯარო დონეზე გახარიას პასუხისმგებლობა უკვე გამოკვეთილია, რადგან თავად გამოკვეთა, როცა თქვა, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი იყო, რაც 20 ივნისს ხდებოდა.

„ეს ყველაფერი კომისიის სხდომაზე უარყო და თქვა, არ ვიცი, რა ხდებოდა, მე და ჩემს მოადგილეებს ბრძანება არ გაგვიციაო. პოლიციელებს ხელი შეაწმინდა. ან მაშინ ტყუოდა, როცა ამბობდა, რომ პასუხისმგებლობას იღებდა, ან ახლა ტყუის. კარგია, ბოლოს და ბოლოს გაირკვევა, რა მოხდა და რა პროცესებს ჰქონდა ადგილი. სად არის ის ხალხი, ვინც მას თვალთხარიას ეძახდა ან დაზარალებულები სად არიან, რატომ არ ამბობენ არაფერს? სწორედ ის იყო პროცესების ხელმძღვანელი. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ უცხოურ ძალებში ჩაეწერა და მეტ-ნაკლებად ხელს აფარებენ. გახარია, როგორც პოლიტიკოსი, „ქართულ ოცნებაში“ დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ შემდეგ ჩათვალა, რომ მე ვარ და ჩემი ნაბადიო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.