1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ემანუელ მაკრონი – ნატო არ შეუერთდება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა აშშ მზადაა, რომ ამის ნაწილი იყოს
ემანუელ მაკრონი – ნატო არ შეუერთდება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა აშშ მზადაა, რომ ამის ნაწილი იყოს

ემანუელ მაკრონი – ნატო არ შეუერთდება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა აშშ მზადაა, რომ ამის ნაწილი იყოს

95
0

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ონლაინ სამიტის დროს ტრამპმა თქვა, რომ როცა უკრაინაში ომი დასრულდება და მშვიდობა დამყარდება, ამერიკა დაეხმარება ევროპას უსაფრთხოების გაძლიერებაში, მაგრამ ნატო ამ საქმეში არ ჩაერთვება.

„ტრამპმა ისაუბრა რაღაცებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მან თქვა, რომ ნატო არ უნდა იყოს ამ უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს სწორედ ეს უნდა – ნატო არ მონაწილეობდეს. მაგრამ ამერიკა და სხვა ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, უნდა დაეხმარონ უკრაინას“,-თქვა მაკრონმა.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ონლაინ სამიტზე ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ თუ უკრაინა რომელიმე ტერიტორიას დათმობს, მაშინ მას სანაცვლოდ უსაფრთხოების მძლავრი გარანტიები უნდა მიეცეს.

„ეს სწორედ ის პოზიციაა, რომელსაც ჩვენ ვიცავდით ბოლო რამდენიმე თვე. ამიტომაც შევქმენით ჩვენი კოალიცია – ქვეყნები, რომლებიც მზად არიან უკრაინის დასახმარებლად. ტრამპმა ზუსტად ეს თქვა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება იყო, რაც დღეს გავიგეთ“, – აღნიშნა მაკრონმა.