Edison Research-ის გამოკითხვის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას” – 33% მისცემდა ხმას, „ერთიანობას“ – 19%
ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 33%
„ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო“ – 19%
„კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 13%
„ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 12%
„გახარია – საქართველოსთვის“ – 11%
„ლეიბორისტული პარტია“ – 4%
„გირჩი“ – 4%
„პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო“ – 3%
სხვა პარტიები – 1%
ტელეკომპანიის ინფორმაციით, „ფორმულას“ დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.
გამოკითხვა ჩატარდა 17.09-29.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის.