ძალიან გთხოვთ, თავი გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას, თორემ გამოწვევას მივიღებთ და დამარცხდებით-მეუფე იაკობი
ძალიან გთხოვთ, თავი გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას, თორემ გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ, დამარცხდებით. მუქარის გარეშე, რადგან არაფერზე დგახართ. არც სარწმუნოება გაქვთ, არც მრწამსი, რაიმეთი რომ შეგვიტიოთ, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა ბოდბეში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
მან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე ისაუბრა.
„ეკლესიასთან ბრძოლას თავი გაანებეთ, რადგან კლდესა ზედა დავაფუძნო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო მას.
ვერ მოერევით! წარმოიდგინეთ, მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. რომლებიც იძახიან ეკლესიაზე „რუსული, რუსული, რუსული“, გადახედონ ეროვნულ მოძრაობას და ვინც მაგას ამბობს, მართლაც, ეროვნული მოძრაობის პატრიოტი წევრები რას ამბობდნენ მათზე – ვინ და რა იყვნენ. ყველას ყველაფერი გვახსოვს.
ძალიან გთხოვთ, თავი გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას, თორემ გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ, დამარცხდებით. მუქარის გარეშე, რადგან არაფერზე დგახართ. არც სარწმუნოება გაქვთ, არც მრწამსი, რაიმეთი რომ შეგვიტიოთ. ჩვენთან თუ რაიმე ცუდია, თვითონ გამოვასწორებთ და თქვენ თქვენს თავს მიხედეთ“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.