1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ძალადობას ვინც არ გმობს, ის ჩემთვის მიუღებელია”- ბექა ოდიშარია
“ძალადობას ვინც არ გმობს, ის ჩემთვის მიუღებელია”- ბექა ოდიშარია

“ძალადობას ვინც არ გმობს, ის ჩემთვის მიუღებელია”- ბექა ოდიშარია

330
0

ძალადობას ვინც არ გმობს, ის ჩემთვის მიუღებელია და ასეთი ადამიანი არც ჩვენს პარტიაში და არც მომხრეებში არ მეგულება, –   ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია  აშშ-ის საელჩოში მომხდარ ფაქტს.

მისი თქმით, დღეს იგი ისმენს შეფასებებს, თითქოს, „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებები გუშინ მომხდართან დაკავშირებით ძალადობის წამახალისებელია. ოდიშარიამ განაცხადა, რომ კონფლიქტის გაღრმავებას რაც შეეხება, არავინ არავის კონფლიქტის გაღრმავებისკენ არ მოუწოდებს.

მისივე თქმით, მათი ოჯახის წევრები ხშირად ისმენენ მათზე საშინელ ცილისწამებებს, რაც მათ სულიერად ანადგურებთ.

„როგორ შეიძლება იმის ატანა და გადატანა, თუ დეპოლარიზაცია გვჭირდება, რომ მექრთამე კაცის, რომელსაც შევარდნაძის დროს იჭერდნენ, იმის ინგლისურნასწავლი შვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ახლა მე მიკითხავს მორალს! ან როგორ შეიძლება ბანკირის შვილი ჩემზე მევახშეს იძახდეს და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ. მე განზრახ კონკრეტული ინციდენტის ირგვლივ შეფასებებში არ შევედი, რადგან საზოგადოებასთან ერთად მაქვს მოლოდინი წინააღმდეგი არ გახლავართ ამის, რომ რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს კადრები“, – განაცხადა „ქრინიკასთან საუბარში ბექა ოდიშარიამ

შეგახსენებთ,  გუშინ ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.