1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა
დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა

დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა

356
0

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა.

ტრამპმა განაცხადა, რომ „ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტს ფედერალური კონტროლის ქვეშ მოაქცევს“ და „ვაშინგტონში კანონის, წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღდგენის მიზნით ეროვნულ გვარდიას განათავსებს“.

ტრამპის თქმით, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიიის 800 წევრს გაგზავნის.

„ვაშინგტონში კანონის, წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღსადგენად, მე ეროვნულ გვარდიას ვგზავნი. ჩვენი დედაქალაქი ძალადობრივმა დაჯგუფებებმა, კრიმინალებმა, ნარკოტიკებით გაბრუებულმა მანიაკებმა და უსახლკარო ადამიანებმა ჩაიგდეს ხელში და ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ საჭირო გახდა, იმავეს გააკეთებს ჩიკაგოშიც, სადაც მისი თქმით, კატასტროფული სიტუაციაა.

„თუ საჭირო გახდება, იმავეს გავაკეთებთ ჩიკაგოშიც, სადაც კატასტროფაა. იმედია, ლოს ანჯელესი უყურებს“, – განაცხადა ტრამპმა.