1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დონალდ ტრამპმა, მარინ ლე პენის გამო, ემანუელ მაკრონთან ყოველგვარი კავშირები გაწყვიტა – The Spectator
დონალდ ტრამპმა, მარინ ლე პენის გამო, ემანუელ მაკრონთან ყოველგვარი კავშირები გაწყვიტა – The Spectator

დონალდ ტრამპმა, მარინ ლე პენის გამო, ემანუელ მაკრონთან ყოველგვარი კავშირები გაწყვიტა – The Spectator

1.31K
0

„დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა საფრანგეთის „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერს მარინ ლე პენს, რომელიც ფრანგულმა სასამართლომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ფარული წაქეზებით დასაჯა და საფრანგეთის მეთაურის პოსტისათვის ბრძოლას ჩამოაშორა“, – ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპმა, მარინ ლე პენის გამო, ემანუელ მაკრონთან ყოველგვარი კავშირები გაწყვიტა“ (ავტორი – მორტიმერ გევინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას უმნიშვნელო შემოკლებით:

დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის რომანი, შეიძლება ითქვას, ოფიციალურად დასრულდა. ორი პრეზიდენტის ურთიერთობა ყოველთვის რთული იყო, მაგრამ გასულ კვირაში საკმაოდ ეფექტური ფინალი დადგა.

დონალდ ტრამპი: „თავისუფლება მარინ ლე პენს!“

საფრანგეთის პრეზიდენტმა, თავისი ოკეანისიქითა კოლეგის გადაწყვეტილების – ევროკავშირის ქვეყნების პროდუქციის აშშ-ში იმპორტზე ტარიფების 20%-იანი ზრდის გამო, ხმამაღლა განაცხადა: „სამომავლოდ ფრანგული ინვესტიციების ჩადება ამერიკის ეკონომიკაში შეჩერდება მანამდე, სანამ ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-სთან სიტუაცია დადებითად არ გადაწყდება“.

ემანუელ მაკრონის განცხადებიდან სამიოდე საათიც კი არ იყო გასული, რომ დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში კომენტარი გაუკეთა ფრანგული სასამართლოს მიერ მარინ ლე პენისათვის გამოტანილ განაჩენს. აშშ-ის პრეზიდენტი თითქმის არ შეხებია რატომ და რისთვის დასაჯეს მარინ ლე პენი, რატომ აუკრძალეს პოლიტიკური საქმიანობა (იგი მაკრონის მეტოქე უნდა ყოფილიყო 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში) და „მთელი სული და გულით“ გადაუარ-გადმოურა საფრანგეთს და მის ლიდერს: „მარინ ლე პენის საქმე „კუდიანებზე ნადრობას“ ჰგავს, რომელიც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ახშობენ სიტყვის თავისუფლებას ევროპელი მემარცხენეები თავიანთი კანონებით და ბლოკავენ პოლიტიკურ ოპონენტებს“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეადარა რა მარინ ლე პენის თავს დამტყდარი უბედურება ბოლო წლების საკუთარ პრობლემებს, დონალდ ტრამპმა გააგრძელა: „მე არ ვიცნობ მარინ ლე პენს, მაგრამ ვაფასებ მის ბეჯით მრავალწლიან სწრაფვას და პოლიტიკურ გამოცდილებას. მან ბევრი რამ გადაიტანა, ბევრი მუქარა მოითმინა, მაგრამ სულით არ დაცემულა… და ახლა როცა მისი ძალისხმევა დიდი გამარჯვებით შეიძლებოდა დასრულებულიყო, მას რაღაც ბრალდებას უყენებენ, რომლის შესახებაც, ალბათ, არაფერი არ იცოდა. ვფიქრობ, რომ მარინ ლე პენის მიმართ წაყენებული ბრალდება სინამდვილეში რაღაც საბუღალტრო შეცდომას წარმოადგენს. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია საფრანგეთისათვის და დიდი ფრანგი ხალხისათვის“.

პოსტის ბოლოს დონალდ ტრამპმა დიდი ასოებით დაწერა: „თავისუფლება მარინ ლე პენს!“.

ჯეიმს ვენსი: „სირცხვილი ფრანგულ დემოკრატიას“

მაირ ლე პენის საარცევნო სიიდან ამოშლა დონალდ ტრამპის კომენტარები ამ ბოლო დღეებში ფრანგული პრესის მთავარი ახალი ამბავი გახდა – ისევე, როგორც ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს დევიდ ვენსის სიტყვები, რომელიც მან ინტერვიუში თქვა: „[საფრანგეთის ხელმძღვანელობას] სურს მარინ ლე პენის საპყრობილეში ჩაგდება და საარჩევნო ბიულეტენიდან ამოშლა. იცით, ეს დემოკრატია არ არის“.

რასაკვირველია, ჯეი დი ვენსისათვის მსგავსი გამონათქვამები უცხო არ არის: ჯერ კიდევ თებერვალში მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იგი ისეთი სიტყვით გამოვიდა, რომ ევროპის პოლიტიკურმა ელიტამ შოკისაგან „კინაღამ სული განუტევა“ – „ევროპის კონტინენტზე ავტორიტარიზმის აჩრდილი დადისო“.

ცხადია, ემანუელ მაკრონი ოკეანისიქითა ქვეყნის ლიდერების კომენტარებმა პირდაპირ გააცოფა. არადა, ისიც უნდა ითქვას, რომ მარინ ლე პენისადმი გამოტანილმა განაჩენმა საფრანგეთი ორად გაჰყო: ფრანგების ერთი ნაწილი – ისევე როგორც დონალდ ტრამპი – მას უდანაშაულოდ თვლის და რეპრესიებს მსხვერპს უწოდებს, მეორენი კი აცხადებენ, რომ მემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა დამსახურებული სასჯელი მიიღო. გამოკითხვის შედეგები, რომლებიც ახლახანს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ფრანგების 49%-ს სურს მარინ ლე პენის მონაწილეობა 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც 7%-ით მეტია ერთი თვის წინ ჩატარებული ანალოგიური გამოკითხვის მაჩვენებლებზე.

დამოუკიდებელია თუ არა ფრანგული თემიდა?

ემანუელ მაკრონი იმ პოლიტიკურ ბანაკშია, რომელიც თვლის, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა: პრეზიდენტმა სიამაყით განაცხადა, რომ საფრანგეთის სასამართლო სისტემა „დამოუკიდებელია“… მაგრამ მართლაც ასეა თუ არა სინამდვლეში?

გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, იურისტების ერთ-ერთმა  პროფკავშირმა, რომელსაც მოსამართლეთა 30%-ია გაერთიანებული, გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოუწოდა ყველა მოსამართლეს, რომ მობილიზებულნი იყვნენ ხელისუფლებაში ულტრამემაჯვენეთა მოსვლის წინააღმდეგ“. აი, ასეთ თავისუფალი და დამოუკიდებელია ფრანგული თემიდა.

სწორედ ამიტომ ბევრმა მემარჯვენე ცენტრისტმა განაჩენის გამოტანის შემდეგ მხარი მარინ ლე პენს დაუჭირა. ლორან ვოკიემ, ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა პარტია „რესპუბლიკელებიდან“, განაჩენს „უპრეცედენტოს მკაცრი“ უწოდა. „დემოკრატიისათვის არცევნებში საკუტარი კანდიდატურის წარდგენის აკრძალვა ძალიან მავნე პრეცედენტია. პოლიტიკური საკითხები თვითონ ფრანგმა ხალხმა უნდა გადაჭრას არჩევნების შედეგად და არა მმართველმა ელიტამ“, – განაცხადა ლორან ვოკიემ.

შსს მინისტრი პრეზიდენტის წინააღმდეგ

ფრანგი „რესპუბლიკელების“ ლიდერს – ისევე როგორც მისი პარტიის სხვა წევრებს – კარგად ახსოვთ ფრანსუა ფიონის ბედი, რომლის საპრეზიდენტო კამპანიამ 2017 წელს კრახი განიცადა მემარცხენე ლიბერალურ გაზეთებში გამოქვეყნებული მასალები მის მიერ ე.წ. „ჩადენილი დანააშაულობების“ თაობაზე. გარდა ამისა, გასულ თვეში სასამართლოს წინაშე წარსდგა კიდევ ერთი ცნობილი „რესპუბლიკელი“, ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელსაც ბრალი დაედო 2007 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში.

ინტერვიუში, რომელიც გასულ კვირას, ხუთშაბათს გამოქვეყნდა, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო რეატიო, „რესპუბლიკური პარტიის წევრი და იმავდროულად ფრანსუა ფიონის მეგობარიც, ფაქტიურად ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი თქმით, ზემოთ მოკალათებულმა პირებმა სამართალს ბარიერის სახით კედელი შეუქმნეს, ისინი ასევე აკონტროლებენ „წითელ მოსამართლეებსაც“.

მემარჯვენეების განცხადებების პასუხად, რომ მარინ ლე პენი და სხვები მიკერძოებული სასამართლო სისტემის მსხვერპლს წარმოადგენსო, მემარცხენე ლიბერალები ამბობენ, რომ მემარჯვენეებს ხელები აქვთ გასვრილი ფინანსურ სკანდალებში და ამიტომ უმჯობესია, ჩუმად იყონო.

ამჟამად „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერების წინაშე ერთი საკითხი დგას: როგორ ისარგებლონ საუკეთესო სახით მემარჯვენების წინააღმდეგ დაწყებული დევნით, რომელიც ამომრჩევლებში უკმაყოფილობას იწვევს? იგივე შეიძლება ითქვას დონალდ ტრამპისა და ჯეიმს ვენსის მიერ გამოხატულ მხარდაჭერის მიმართაც: განა უკეთესი არ იქნება, რომ ფრანგმა მემარჯვენეებმა, დონალდ ტრამპის მსგავსად, საფრანგეთის სასამართლო სისტემა დაამხონ?

ფრანგული მასმედია, რომლის უმეტესობა მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოდის, თვლის, რომ თავისი განაჩენის კრიტიკით მან უკვე არჩევანი გააკეთა: „იგი ტრამპიზმის გზაზე დადგა. მას ჰგონია, რომ საფრანგეთის მოქალაქეებისაგან გამორჩეულია და რომ სასამართლოსაგან გამორჩეულ დამოკიდებულებას იმსახურებს“, – აღნიშნულია ერთ-ერთი გაზეთის სარედაქციო სტატიაში.

სიმართლე ისაა, რომ მარინ ლე პენი იძულებული გახდა ამ გზას დადგომოდა ფრანგულ ელიტასთან ურთიერთობის გამო. ისინი არასოდეს არ მიიღებენ მემარჯვენე ლიდერს და მის ამომრჩეველს თავიანთ წრეში

ახლა, როცა დონალდ ტრამპის მთავარი ფრანგი მეგობრის ადგილი ვაკანტური გახდა, მარინ ლე პენი შეეცდება იგი ჩაანაცვლოს. მისი 11 მილიონი ამომრჩევლისათვის ამერიკელი პრეზიდენტი უფრო სასიამოვნო და კეთილია, ვიდრე საკუთარი.

წყარო