1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც აშშ-ის დროშის დაწვა ერთწლიანირ პატიმობით დაისჯება
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც აშშ-ის დროშის დაწვა ერთწლიანირ პატიმობით დაისჯება

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც აშშ-ის დროშის დაწვა ერთწლიანირ პატიმობით დაისჯება

58
0

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც აშშ-ის დროშის დაწვა ერთწლიანი პატიმრობით დაისჯება.

დოკუმენტი შტატების გენერალურ პროკურორს ავალებს, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს იმ პირების მიმართ, რომლებიც დაწვავენ ან რაიმე ფორმით შეურაცხყოფენ აშშ-ის დროშას.

“დროშებს მთელი ქვეყნის მასშტაბით წვავენ. აშშ-ის დროშებს მთელ მსოფლიოში წვავენ და ძალიან საბრალო სასამართლომ, ხუთი ხმით ოთხის წინააღმდეგ, ამას სიტყვის თავისუფლება უწოდა. როდესაც ამერიკის დროშას წვავენ, ეს ისეთი დონის არეულობას იწვევს, რომელიც აქამდე არასდროს გვინახავს. რა სასჯელი იქნება, თუ დროშას დაწვავთ? ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას მიიღებთ, ვადაზე ადრე გათავისუფლების გარეშე. ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას მიიღებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.