1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დონალდ ტრამპი – ბევრი ამბობს ჩემზე, რომ დიქტატორი ვარ, მე დიქტატორი არ ვარ, მე საღი აზროვნების, ჭკვიანი ადამიანი ვარ
დონალდ ტრამპი – ბევრი ამბობს ჩემზე, რომ დიქტატორი ვარ, მე დიქტატორი არ ვარ, მე საღი აზროვნების, ჭკვიანი ადამიანი ვარ

დონალდ ტრამპი – ბევრი ამბობს ჩემზე, რომ დიქტატორი ვარ, მე დიქტატორი არ ვარ, მე საღი აზროვნების, ჭკვიანი ადამიანი ვარ

117
0

ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის დიქტატორი არ არის.

„ჩვენ 1000-ზე მეტი ადამიანი დავაკავეთ. ჩვენ ასობით იარაღი ჩამოვართვით პატარა ბავშვებს, რომლებიც იარაღს კანფეტებივით ისროდნენ. ჩვენ დავაკავეთ ათობით არალეგალი მიგრანტი. ჩვენ ხალხს ჩამოვართვით ათობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი. ნული მკვლელობა, მკვლელობა არ ყოფილა. ბოლო კვირის განმავლობაში მკვლელობა არ ყოფილა. ბევრი ამბობს ჩემზე, რომ დიქტატორი ვარ. მე დიქტატორი არ ვარ. მე საღი აზროვნების, ჭკვიანი ადამიანი ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა ჩიკაგოში ეროვნული გვარდიის განლაგების შესაძლებლობა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება 11 აგვისტოს გასცა.