1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დიდი უსინდისო კამპანია ყოფილა ავღანეთში დაღუპულებს რატომ არ გლოვობდითო” – თინათინ ხიდაშელი

“დიდი უსინდისო კამპანია ყოფილა ავღანეთში დაღუპულებს რატომ არ გლოვობდითო” – თინათინ ხიდაშელი

“დიდი უსინდისო კამპანია ყოფილა ავღანეთში დაღუპულებს რატომ არ გლოვობდითო” – თინათინ ხიდაშელი
272
0

ავღანეთში დაღუპული გმირების ჩამოსვენების კადრებს აზიარებს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი. ამ კადრებით ხიდაშელი იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც ყოფილ ხელლსუფლებას ავღანეთში დაღუპულთა მიმართ არასათანადო ყურადღების გამოჩენაში ადანაშაულებენ.

“აქ დიდი უსინდისო კამპანია ყოფილა ავღანეთში დაღუპულებს რატომ არ გლოვობდითო. ასეთი მატყუარა როგორ უნდა იყოს ადამიანი. ამ ფოტოზე ის იშვიათი შემთხვევაა როდესაც სააკაშვილი (პრეზიდენტია მაშინ) და უსუფაშვილი/ალასანია/ღარიბაშვილი (უკვე ახალი ხელისუფლება) ერთად არიან და სამწუხაროდ ეს სწორედ ავღანეთში დაღუპულების სამძიმარია.

და კიდევ რამდენიმე სხვა შემთხვევა როდესაც ოცნების პრემიერებს არ უჭირდათ სამძიმარი,”- წერს თინათინ ხიდაშლი.

 ავღანეთში დაღუპული გმირების მიმართ გამოჩენილი ყურადღების გახსენება ბახმუტში დაღუპული გმირების ოჯახების მიმართ საქართველოს მთავრობის სამძიმრის დაგვიანებას მოჰყვა.