1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დიდი შვიდეული” შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციულ ბიუროში განვითარებული მოვლენების გამო
“დიდი შვიდეული” შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციულ ბიუროში განვითარებული მოვლენების გამო

“დიდი შვიდეული” შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციულ ბიუროში განვითარებული მოვლენების გამო

162
0

„დიდი შვიდეული“ შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციულ ბიუროში განვითარებული მოვლენების გამო.

„დიდი შვიდეული“ ყურადღებით აკვირდება უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში (NABU) მოვლენების განვითარებას, მათ შორის გამოძიებას NABU-ს რამდენიმე თანამშრომლის სავარაუდო დანაშაულების გამოძიების პროცესს. შევხვდით ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებს, სერიოზულად ვართ შეშფოთებულები და ვაპირებთ ამ მოვლენების განხილვას მთავრობის ლიდერებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 21 ივლისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, გენერალური პროკურორის ოფისთან ერთად, სპეციალური ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანია ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში „რუსული გავლენის ნეიტრალიზაცია“. ჩხრეკა 80-მდე ადგილას ჩატარდა. უკრაინული მედია წერდა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომელი რუსეთს საიდუმლო მონაცემებს გადასცემდა.