1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს”-“ქართული ოცნება”
“დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს”-“ქართული ოცნება”

“დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს”-“ქართული ოცნება”

235
0
პარტია „ქართული ოცნება“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
 
„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა.
 
ჩვენს ერს განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად, ვინაიდან მისი სულიერი წინამძღოლი სწორედ ილია მეორეა. მისი უწმინდესობა აღსაყდრებიდან 46 წლის შემდეგაც დაუღალავად შრომობს ქართველი ხალხის სულიერებისა და ზნეობის განმტკიცებისთვის.
ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავიდან ჩამოყალიბების საქმეში, ვინაიდან სწორედ მისმა სიბრძნემ, ზნეობის, სიყვარულისა და ღირებულებებისადმი ერთგულების მაგალითებმა შეუწყო ხელი ქართველი ერის რწმენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას.
 
დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს. ვუსურვებთ მას დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და საქართველოს ეკლესიის სათავეში კიდევ მრავალი წელი ყოფნას ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია მილოცვაში.