
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციებით, საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი გრძელდება -კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ოთხი ქართველი მაღალჩინოსნის, მათ შორის საქართველოს გენერალური პროკურორის დასანქცირება, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს.
„ჩვეულებრივად გრძელდება შანტაჟი და მუქარები. ამ ადამიანების დასანქცირება ბრიტანეთს მხრიდან შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს. ჩვენ ვმოქმედებთ მარტივად, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ იბატონონ ჩვენს ქვეყანაზე, გამოიყენონ საქართველოს ინტერესები სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამით ფეხქვეშ გაითელოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. სწორედ ამიტომ არიან გაღიზიანებული, თუმცა ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ყოველთვის დავიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და განვამტკიცებთ საქართველოს სუვერენიტეტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.