1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დღევანდელი დღე მკაფიოდ გვანახებს, რომ ტრამპი ამერიკის ხვალინდელი დღეა, მოწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს -გიორგი გამსახურდია
დღევანდელი დღე მკაფიოდ გვანახებს, რომ ტრამპი ამერიკის ხვალინდელი დღეა, მოწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს -გიორგი გამსახურდია

დღევანდელი დღე მკაფიოდ გვანახებს, რომ ტრამპი ამერიკის ხვალინდელი დღეა, მოწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს -გიორგი გამსახურდია

316
0

დღევანდელი დღე მკაფიოდ გვანახებს, რომ ტრამპი ამერიკის ხვალინდელი დღეა, მოწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიძახი, არ არის ამერიკა და მით უფრო ამერიკული პოლიტიკა რამდენიმე სენატორი, ან კონგრესმენი. ძალიან ფართო და ყოვლისმომცველი თემაა. ასევე არც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაწყებულა და მთავრდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ავადმყოფ მიშას უნდოდა თავისი ლობისტების მეშვეობით და სხვა თითლიბაზობებით, რომ ყველა სიტუაციის ჭიპი ყოფილიყო. ასევე სხვადასხვა დროში, ნაცებისადმი ლოიალურად განწყობილმა დიპსტაფმა შეუწყო ხელი ყოველივეს თავისი ჩუმი საბოტაჟით. დღევანდელი დღე მკაფიოდ გვანახებს, რომ ტრამპი ამერიკის ხვალინდელი დღეა, მოწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს, დღევანდელი რეალობა არის ეს.

როგორც რეიგანმა, თავდასხმის შემდეგ, 1984 წელს 50 შტატიდან 49- ში მოუგო კარტერის ვიცე-პრეზიდენტ მონდეილს, ისე პირწმინდად მოუგებს ტრამპი, ჯო ბაიდენს წლევანდელ არჩევნებს (მიშელ ობამას შემოყვანა კიდევ, უფრო გაამყარებს დღევანდელ თავდასხმასთან დაკავშირებით გამეფებულ ეჭვებს). ისმის კითხვა, ჩვენ რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, ავუხსნათ ჩვენს პარტნიორებს, რომ არავის წინააღმდეგ არ არის ჩვენი მოქმედება მიმართული, მივაწოდოთ სრული ინფორმაცია და სრული სურათი, თუ რა ხდება და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. უნდა ვილაპარაკოთ წელში გამართულად და ღირსებით, არანაირად ენის მოჩლექით, ცალ ფეხზე დგომით და ა.შ. ძლიერ მოკავშირეებს, ყოველთვის ძლიერი მოკავშირე აინტერესებთ, აბა ვასალები და მონები, სადაც ბრძანდებიან ყველამ ვიცით. ღმერთო, დალოცე საქართველო