1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ – დამოუკიდებელი, საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული. უნდათ ცალფეხზე მდგომი საქართველო -შალვა პაპუაშვილი
დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ – დამოუკიდებელი, საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული. უნდათ ცალფეხზე მდგომი საქართველო -შალვა პაპუაშვილი

დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ – დამოუკიდებელი, საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული. უნდათ ცალფეხზე მდგომი საქართველო -შალვა პაპუაშვილი

84
0

დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ – დამოუკიდებელი, საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული. უნდათ ცალფეხზე მდგომი საქართველო, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბრიუსელს სურს იხილოს მასზე დამოკიდებული საქართველო, რომელიც ყველა მითითებას უსიტყვოდ შეასრულებს.

„დღევანდელი ბრიუსელის ხელში, რა თქმა უნდა, რთულია წარმოვიდგინოთ რაიმე კეთილგანწყობა ქართველი ხალხის მიმართ. მარტივი მიზეზის გამო – დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ. დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა დამოუკიდებელი, საკუთარი ინტერესების გამტარებელი, საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული საქართველო.
ჩვენ ვიცით მათ როგორი საქართველო უნდათ, უნდათ ცალფეხზე მდგომი საქართველო. იმ ადამიანს ტყუილად კი არ იხუტებენ, ვინც ეს სიტყვები თქვა, რომ „ღირსება უნდა აიყაროს ერმა იმის გამო, რომ რომელიღაც კავშირის წევრი გახდეს და ცალფეხზეც კი უნდა დავდგეთ, თუკი ამას გვეტყვიანო”. ანუ მოგვთხოვენ უმიზეზოდ, იმისთვის, რომ გაერთონ – „მოდი აბა, ცალფეხზე დადექით, გიყუროთ და თავი შევიქციოთ”. ასეთი საქართველო უნდათ. დღევანდელი ბრიუსელის ხელში რთულია წარმოვიდგინოთ რაიმე პოზიტივი მათი მხრიდან.

გამოსავალი არის ის, რაც ჩვენ აშშ-თან გვქონდა წლების განმავლობაში, როდესაც ვხედავდით აბსოლუტურად არაადეკვატურ ნაბიჯებს საქართველოსთან დამოკიდებულებაში. თუმცა ვნახეთ გამოღვიძება აშშ-ში და ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. ასეთივე გამოღვიძებას ჩვენ ვხედავთ ევროკავშირში და მის წევრ ქვეყნებში. ქვეყანა – ქვეყანაზე ირჩევს პატრიოტულ ძალებს და ზუსტად ეს არის გზა. ბრიუსელი უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს ის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელში არის და შეიცვალოს ეს მიდგომები და ზუსტად აქ არის ჩვენი სამომავლო პერსპექტივა ევროპისთვის”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.