1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დღესაც საქართველო ჰყავს იგივე მტერი – რუსეთი – ყველა ჩვენგანის მისიაა, ერთად გავაგრძელოთ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება” -გახარია

“დღესაც საქართველო ჰყავს იგივე მტერი – რუსეთი – ყველა ჩვენგანის მისიაა, ერთად გავაგრძელოთ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება” -გახარია

“დღესაც საქართველო ჰყავს იგივე მტერი – რუსეთი – ყველა ჩვენგანის მისიაა, ერთად გავაგრძელოთ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება” -გახარია
65
0

დღეს, ყველა ჩვენგანის განსაკუთრებული მისიაა, ერთად გავაგრძელოთ ერთიანი და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება და საბოლოოდ დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

„1918 წლის 26 მაისს აღდგა 117 წლით ადრე რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული ქართული სახელმწიფოებრიობა და დაარსდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. დღესაც, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 105 წლის შემდეგ, ქართულ სახელმწიფოებრიობას, მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ჰყავს იგივე მტერი – რუსეთი.

დღეს, ყველა ჩვენგანის განსაკუთრებული მისიაა, ერთად გავაგრძელოთ ერთიანი და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება და საბოლოოდ დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახში, სადაც დაცული იქნება ჩვენი წინაპრების ბრძოლით მოპოვებული ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თვითმყოფადობა, უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება!”, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.