1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ  გურამ გაბესკირიას დაბადების  დღეა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ  გურამ გაბესკირიას დაბადების  დღეა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ  გურამ გაბესკირიას დაბადების  დღეა

666
0
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ  გურამ გაბესკირიას დაბადების  დღეა
 
გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა.

1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შედეგადაც, ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გაბესკირია, სეპარატისტებმა დახვრიტეს.

„ის უმძიმესი მდგომარეობა პატარა ბიჭმა საკუთარი თვალით ვნახე და ომი, ხომ იცით, რა უცებ აბრძენებს ადამიანს?! 11 წლის ვიყავი, როდესაც მამა ბოლოს ვნახე. 13 თუ 14 სექტემბერს ოჯახის წევრები გამოგვაცილა. ძალიან მეშინოდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უკანასკნელად ვხედავდი მამას. უცებ მისკენ შევბრუნდი და ვთხოვე, მამა, შენც ჩვენთან ერთად წამოდი-მეთქი. თავზე ხელი გადამისვა და როგორც დიდს, ისე მითხრა, შენ იცი, ბოხო, გახსოვდეს, შენ ხარ კაციო. ამის შემდეგ ტელეფონით გვიკავშირდებოდა. ბოლოს 26 სექტემბერს, ღამის 2 საათისკენ დარეკა. გვამხნევებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო“, – ასე იხსენებს მამას ვლადიმერ გაბესკირია, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის თანამშრომელია.

„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ“ – ასე უპასუხა სოხუმის მერმა, საქართველოს ეროვნულმა გმირმა გურამ გაბესკირიამ რუს და აფხაზ ჯარისკაცებს მას შემდეგ, რაც მას დაჩოქება მოსთხოვეს. ტრაგიკული, თუმცა უმნიშვნელოვანესი ამბავი აფხაზეთის ომიდან.

„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ – ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ „ბოევიკების“ მოთხოვნას, – „დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“.

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, გურამ გაბესკირია სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.