1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დღეს კვარას სახით მოედანზე ახალი თაობის ლიდერი გვყავდა – გიორგი მამარდაშვილი
დღეს კვარას სახით მოედანზე ახალი თაობის ლიდერი გვყავდა – გიორგი მამარდაშვილი

დღეს კვარას სახით მოედანზე ახალი თაობის ლიდერი გვყავდა – გიორგი მამარდაშვილი

163
0

ბულგარეთის ნაკრებთან გამარჯვების შესახებ საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა პირველ არხთან ისაუბრა.

 

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბულგარეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იყო.

„ძალიან მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე. ცუდად დავიწყეთ, მომენტი შეგვიქმნეს, არ იქნებოდა კარგი, სწრაფი გოლი გაგვეშვა. კაშიას გარეშე ვითამაშეთ, როცა მოედანზე მისი გამოცდილება გაკლია, ლიდერი გჭირდება, ახლა კი ახალი თაობის ლიდერი გვყავდა კვარას სახით.

როდესაც კაშია ნაკრებიდან წავიდა, კვარა მის გზას კარგად გააგრძელებს, ის ნაკრებისთვის და მთელი საქართველოსთვის უდიდესი ფიგურაა. როდესაც ასეთი დიდი ფეხბურთელი გელაპარაკება, რომელსაც ყველაფერი მოგებული აქვს, ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.