1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ ოპოზიციის და არა საქართველოს პრეზიდენტი”- დიმიტრი ხუნდაძე
“დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ ოპოზიციის და არა საქართველოს პრეზიდენტი”- დიმიტრი ხუნდაძე

“დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ ოპოზიციის და არა საქართველოს პრეზიდენტი”- დიმიტრი ხუნდაძე

197
0

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ოპოზიციის და არა საქართველოს პრეზიდენტი”-ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას.

მისი თქმით, დღეს პრეზიდენტის უსამართლო კრიტიკამ ხელისუფლებაზე, ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმავა.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ოპოზიციის და არა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი იყო უკიდურესად არაობიექტური, რითაც დესტრუქციულ ოპოზიციას მოაწონა თავი და გააღრმავა პოლარიზაცია. ქვეყნის შიგნით მხოლოდ ბრალდებები და საყვედურები გაიმეტა, ქვეყნის გარეთ კი საქართველოს ცალ ფეხზე დგომის გარანტია გასცა.

სიტყვით გამოსვლაც უკრაინის მხარდაჭერით დაიწყო და ამის შემდეგ ახსენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. როგორც ჩანს, ესეც შემდგომი საკითხია მისთვის.

მმართველ გუნდს ხალხის სახელით თითი დაუქნია და როცა მას იგივე ხალხმა რეზიდენციაში მიაკითხა, „აქ რას მომივარდითო“, უპასუხა.

უნდა ვაღიაროთ, რომ ის „ქართული ოცნების“ შეცდომაა და ასეთი შეცდომა მეორედ იქნა დაშვებული. არ შევალ პრეზიდენტის სიტყვის დეტალურ განხილვაში, რადგან აზრი არა აქვს რომელ საკითხს განვიხილავ, ყველა თანაბრად უსამართლო, ტენდენციური და ცილისმწამებლური იყო. ვიტყვი მხოლოდ ერთს – ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხედავს“, – განაცხადა  დიმიტრი ხუნდაძემ.