1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: არასდროს ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიანთათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არ დაუდგენია და ეს ყველამ იცის
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: არასდროს ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიანთათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არ დაუდგენია და ეს ყველამ იცის

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: არასდროს ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიანთათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არ დაუდგენია და ეს ყველამ იცის

0

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესიას უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეებისთვის რაიმე სახის შეზღუდვა არასოდეს დაუწესებია.

დეკანოზი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე გავრცელებული შეფასებები სიმართლე არ არის.

„სიმართლე გაცხადდება და თავად ამხელს მათ, ვინც სცადა, ეს უბედური და სამწუხარო, მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა. არასდროს ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიანთათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არ დაუდგენია და ეს ყველამ იცის“, – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.