“დედოფალი ელისაბედი იყო შემართებისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებისა და ღირსების მაგალითი”-პრეზიდენტი
566
0
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მისმა უდიდებულესობა დედოფალმა ელისაბედ მეორემ საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა საკუთარ ხალხს, მის ერსა და ერთა თანამეგობრობას. ის იყო შემართებისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებისა და ღირსების მაგალითი, რითაც ისტორიაში უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა. ჩემი ფიქრებითა და ლოცვებით სამეფო ოჯახის გვერდით ვარ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში დღეს, შოტლანდიაში გარდაიცვალა.