1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ გვაქვს”- სააკაშვილი
“დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ გვაქვს”- სააკაშვილი

“დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ გვაქვს”- სააკაშვილი

920
0

სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატი ლიდერივით სხვადასხვა ანგარიშზე მილიონები არ მაქვს გადამალული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა   Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალიტმა მიხეილ სააკაშვილის კითხვა დაუსვა, როგორ ახერხებს ფინანსურად, რომ მას უამრავი ადვოკატი და ექსპერტი იცავს, რაზეც სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დედამისმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ აქვს არც ადვოკატების და არც სხვა რამის.

„დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ გვაქვს, არც ადვოკატების და არც სხვა რამის. რა ვქნა ახლა, ვიდარდო და ვუსაყვედურო საკუთარ თავს, რომ, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატ ლიდერს, სხვადასხვა ანგარიშზე მილიონები არ მაქვს გადამალული? დედაჩემი ამასობაში ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. ჩვენ უსამართლო ბრძოლაში ვართ“.