1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დასავლეთ საქართველოში სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეთა ორგანიზაციაც – “ახალგაზრდობა დავეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის ჩაერთო
დასავლეთ საქართველოში სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეთა ორგანიზაციაც  – “ახალგაზრდობა დავეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის ჩაერთო

დასავლეთ საქართველოში სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეთა ორგანიზაციაც – “ახალგაზრდობა დავეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის ჩაერთო

192
0

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით ა(ა)იპ “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო!

ორგანიზაციის მობილური ჯგუფი უკვე გაემგზავრა რეგიონში და იმერეთში, გურიასა და აჭარაში სამაშველო ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას.

ჯგუფს ხელმძღვანელობს “საქართველოს გენერალთა კლუბის” დირექტორი მალხაზ ჩიხლაძე, ხოლო მის შემადგენლობაში არიან: ლაშა ფუთურიძე, თეიმურაზ ანდღულაძე, დავით მახარეიშვილი, დიანა შანიძე და იმერეთის ტერიტორიული დანაყოფის მეთაური – დავით ლანჩავა. სწორედ დავით ლანჩავას ინიციატივით, იმერეთში, ორგანიზაციის -” ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” მოხალისეების შემადგენლობიდან, 25-კაციანი სამაშველო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც უშუალოდ იმერეთში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე იქნება ორიენტირებული.

სამაშველო ოპერაციებში ჩართულნი არიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.

ინფორმაციისთვის: ბოლო დღეების განმავლობაში გადაუღებელმა თოვლმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებს.

გურიაში უხვი ნალექის გამო საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო სოფლების დიდი ნაწილი გარე-სამყაროს მოწყვეტილია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალებიც ჩაერთნენ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

ა(ა)იპ “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” სტიქიური უბედურებების დროს მოსახლეობის დახმარებას თავის მთავარ მისიად მიიჩნევს და მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის ოპერაციებში მონაწილეობას!