1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დარწმუნებული ვარ, უკრაინელები არ მიატოვებენ თავისიანს და ვემახსოვრები” – სააკაშვილი
“დარწმუნებული ვარ, უკრაინელები არ მიატოვებენ თავისიანს და ვემახსოვრები” – სააკაშვილი

“დარწმუნებული ვარ, უკრაინელები არ მიატოვებენ თავისიანს და ვემახსოვრები” – სააკაშვილი

666
0

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები არ მიატოვებენ თავისიანს და ვემახსოვრები, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

„მე პატიმარი ვარ, პატიმარი ვარ საქართველოში, მაგრამ ჩემი გული უკრაინაშია. მე ვარ ჯანმრთელობის მხრივ მძიმედ. მაგრამ მინდა იცოდნენ მოძმე უკრაინელებმა, რომ სულიერად და ფიზიკურად მათ მხარს ვუჭერ. ჩვენი ჯარისკაცების გმირობით, ხალხის ერთიანობით, პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობით, მთელი მსოფლიოს თანადგომით მჯერა რომ უკრაინა გაიმარჯვებს.

მინდა თავისუფლება უკრაინისთვის და მინდა უშუალო მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები არ მიატოვებენ თავისიანს და ვემახსოვრები“, – წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.