“ჩვენში დაშლა არ მოშლის საკითხს მასპინძელი წყვეტს და არა სტუმარი” – გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს
3.31K
0
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს იმაზეა დამოკიდებული ამიერიდან რას აპირებთ?! სხვებიც არ აპირებდნენ, ყველას აღარ ჩამოვთვლი, ვიკიპედიაში ჩაიხედეთ უკანა გზაზე. ჩვენში დაშლა არ მოშლის საკითხს მასპინძელი წყვეტს და არა სტუმარი“, – წერს ხაინდრავა.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, რომელსაც ამ პოსტზე თავისი საქმიანობის ვადა ეწურება, ინტერვიუში განაცხადა „აქ ვართ, საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და არსად წასვლას ვაპირებთ“.
"ვართ საქართველოში 30 წელზე მეტია და წასვლას არსად ვაპირებთ" - კ.დეგნანი
— Goga Khaindrava (@KhaindravaGoga) August 19, 2023
ეს იმაზეა დამოკიდებული აწი რას აპირებთ?!
სხვებიც არ აპირებდნენ, ყველას აღარ ჩამოვთვლი,
ვიკიპედიაში ჩაიხედეთ უკანა გზაზე. ჩვენში დაშლა არ მოშლის საკითხს მასპინძლი წყვეტს და არა სტუმრი.https://t.co/GWuImTbHdP