1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს – კახა კალაძე
ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს – კახა კალაძე

ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს – კახა კალაძე

250
0

თბილისის მერი კახა კალაძე ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას აღნიშნავს.

„ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს. ყურბან-ბაირამი სიკეთის, ერთიანობისა და მეგობრობის სიმბოლოა, რომელიც, სხვა ქვეყნებში მცხოვრები მუსლიმების მსგავსად, საქართველოშიც განსაკუთრებული სიყვარულით აღინიშნება.

ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგია, არც ეროვნება. იგი გამოიხატება მშვიდ და კულტურულ თანაცხოვრებაში, რომელიც, საუკუნეებია, მოგვდგამს. გილოცავთ და გისურვებთ კეთილდღეობას, სიკეთესა და სიყვარულს!“ – წერს კახა კალაძე.