1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება -მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება -მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება -მიხეილ ყაველაშვილი

44
0

დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ეროვნულ გმირებს, მათ ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.

ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება.

„მათი ხსოვნა მარადიულია. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება. ეს არასდროს უნდა დაისვას კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენი ქვეყანა, აქამდე რომ მოვედით, სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა. ამიტომ ამასთან დაკავშირებით არავის უნდა დაებადოს კითხვა. კიდევ ერთხელ უდიდესი პატივისცემა და დიდება მათ ხსოვნას. ჩვენ ყოველთვის ქედს მოვიხრით მათ წინაშე, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რა გააკეთეს და როგორი გმირები ჰყავს საქართველოს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.