1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა-სტივ უიტკოფი ​
ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა-სტივ უიტკოფი ​

ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა-სტივ უიტკოფი ​

75
0

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უკრაინის დელეგაციის მიერ ფლორიდაში ბოლო სამი დღის განმავლობაში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან გამართული შეხვედრების სერიას „პროდუქტიულად და კონსტრუქციულად” აფასებს.

მისი თქმით, მხარეების საერთო პრიორიტეტს მკვლელობის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უკრაინის აღდგენისთვის, ქვეყნის სტაბილურობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის პირობების შექმნა წარმოადგენს. როგორც სტივ უიტკოფი აცხადებს, მშვიდობა არა მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტა, არამედ სტაბილური მომავლისთვის ღირსეული საფუძველი უნდა იყოს.

„უკრაინის დელეგაციას წარმოადგენდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი გნატოვი. ამერიკულ დელეგაციას კი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის თანამშრომელი ჯოშ გრუენბაუმი. უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის საერთო სტრატეგიული მიდგომის შემუშავების მიზნით, დისკუსიას ასევე ევროპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ძირითადი მრჩევლები შემოუერთდნენ. ასევე, ცალკეული კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართა აშშ-უკრაინის ფორმატში, რომელიც ოთხ ძირითად დოკუმენტზე იყო ფოკუსირებული: 20-პუნქტიანი გეგმის შემდგომი განვითარება, მრავალმხრივი უსაფრთხოების გარანტიის ჩარჩოსთან დაკავშირებული პოზიციების შეჯერება, უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიის ჩარჩოსთან დაკავშირებული პოზიციების შეჯერება და ეკონომიკური და კეთილდღეობის გეგმის შემდგომი განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვადების განხილვას და შემდგომი ნაბიჯების თანმიმდევრობის განსაზღვრას. უკრაინა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის ერთგული რჩება. ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უკრაინის აღდგენის, სტაბილურობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის პირობების შექმნა. მშვიდობა არა მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტა, არამედ სტაბილური მომავლის ღირსეული საფუძველიც უნდა იყოს. უკრაინა ძალიან აფასებს შეერთებული შტატების ლიდერობასა და მხარდაჭერას, ასევე პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელებას ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შემდეგ ეტაპებზე”, – წერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი სოციალურ ქსელ X-ზე.