1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  ჩვენი მხრიდან პარტიებთან გაერთიანება არ იგეგმება, როგორც “ნაცმოძრაობასთან”, ასევე “ახლებთან” გაერთიანებას არ ვაპირებთ -მიხეილ დაუშვილი
 ჩვენი მხრიდან პარტიებთან გაერთიანება არ იგეგმება, როგორც “ნაცმოძრაობასთან”, ასევე “ახლებთან” გაერთიანებას არ ვაპირებთ -მიხეილ დაუშვილი

 ჩვენი მხრიდან პარტიებთან გაერთიანება არ იგეგმება, როგორც “ნაცმოძრაობასთან”, ასევე “ახლებთან” გაერთიანებას არ ვაპირებთ -მიხეილ დაუშვილი

142
0

ჩვენი მხრიდან პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანება არ იგეგმება, როგორც „ნაცმოძრაობასთან“, ასევე „ახლებთან“ გაერთიანებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიას ინდივიდუალური მოლაპარაკებები აქვს.

„რაღაც ტექნიკურ გაერთიანებებში შინაარსს არ ვხედავთ. ჩვენი კარი ღიაა ინდივიდუალური პოლიტიკოსებისთვის და ჩვენს ნაწილში ეს მიმდინარეობს. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებას, ჩვენი მხრიდან ეს არ იგეგმება. „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანება გამორიცხულია. ასეთი შანსი 0,1 პროცენტიც კი არ არის.

რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ვინც ქვეყანაში „ნაცმოძრაობაა“, ისინი უნდა გაერთიანდნენ, ეს სწორია და მოქალაქეები შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ. ინდივიდუალური მოლაპარაკებები გვაქვს და ალბათ სიახლეები იქნება. ისევე როგორც „ნაცმოძრაობასთან“, ასევე „ახლებთან“ გაერთიანებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.