1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის მიერ ახალი შეტევის დაწყებას” – იენს სტოლტენბერგი
“ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის მიერ ახალი შეტევის დაწყებას” – იენს სტოლტენბერგი

“ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის მიერ ახალი შეტევის დაწყებას” – იენს სტოლტენბერგი

201
0

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი შეტევა უკვე დაიწყო.

„რეალობა ისაა, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის ახალი შეტევის დაწყებას უკრაინაში“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომში ათასობით ჯარისკაცს აგზავნის და დაღუპულთა ძალიან მაღალ მაჩვენებელს და დიდ დანაკარგებს იღებს, თუმცა უკრაინელებზე ზეწოლის მოხდენას ახერხებს.

” ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტ პუტინს და რუსეთს კვლავ სურთ უკრაინის კონტროლი“,რუსეთი იმის ანაზღაურებას, რაც ხარისხის კუთხით აკლია, რაოდენობით ცდილობს”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება.

სტოლტენბერგის განმარტებით, რაც უფრო სწრაფად მოხდება კიევისთვის იარაღის, საბრძოლო მასალის, სათადარიგო ნაწილებისა და საწვავის მიწოდება, მით მეტი სიცოცხლის გადარჩენა გახდება შესაძლებელი.

ძირითადმა შესაძლებლობებმა, როგორიცაა საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები, უნდა მიაღწიოს უკრაინამდე, სანამ რუსეთი ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელში ჩაგდებას შეძლებს. სისწრაფე გადაარჩენს სიცოცხლეს“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ ვლადიმერ პუტინი მშვიდობისთვის ემზადება.

 ხვალ ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვიც დაესწრება.