1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩვენ მივალთ სასამართლოში – მამუკა ხაზარაძე
ჩვენ მივალთ სასამართლოში – მამუკა ხაზარაძე

ჩვენ მივალთ სასამართლოში – მამუკა ხაზარაძე

99
0

არჩევნების დამთავრების მეორე დღესვე შევიტანეთ განცხადება ცესკოში, რათა მათ გაეხსნათ ბაზები, დღეს ცესკოსგან მივიღეთ უარი და ამ უარყოფის მიზეზი იყო ის, რომ თურმე, არა არსებითი მოთხოვნა არის ეს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები იყო სპეცოპერაცია, რომლის გატარებაც ქვეყნის მთლიან ოკუპაციას გამოიწვევს.

“ჩვენ, “ძლიერი საქართველო” იყო ინიციატორი და არამარტო ინიციატორი, გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და არჩევნების დამთავრების მეორე დღესვე შევიტანეთ განცხადება ცესკოში, რათა მათ გაეხსნათ ბაზები. თქვენ იცით, რომ იდენტიფიცირებული და ხელმოწერილი ჩეკები ინახება ცალკე. ამ ბაზის გახსნა ავტომატურად მოგვცემს საშუალებას, შევადაროთ იმ ადამიანების ჩართულობა, მიიღეს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. დღეს ცესკოსგან მივიღეთ უარი და ამ უარყოფის მიზეზი იყო ის, რომ, თურმე, არა არსებითი მოთხოვნა არის ეს. ჩვენ მივალთ სასამართლოში, ყველა ოლქში გავასაჩივრებთ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, წინასწარ ვიცით, რომ სასამართლო ამას არ დააკმაყოფილებს, მაგრამ ყველა სამართლებრივ პროცედურას გავდივართ, რათა ქართველ ხალხს დავანახოთ, რომ არაფერი დაგვიკლია, რომ ეს არჩევნები მოპარულია და ქართველი ხალხი ამ ქვეყანას დაიბრუნებს იმიტომ, რომ ეს იყო სპეცოპერაცია, რომლის ასე გატარება გამოიწვევს ჩვენს მთლიან ოკუპაციას. ამას ჩვენ არ დავუშვებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.